როგორ მოვამზადოთ თანამედროვე თონეში ლობიანი?
საამისოდ ვიყენებთ ჩვეულებრივ, შოთის ცომს და საერთო მასიდან 1 ცალი ლობიანისთვის 180 გრამ მასას ვჭრით. მასში გულსართად 80 გრამ ლობიოს ვათავსებთ, რომელიც შეზავებულია მხოლოდ და მხოლოდ ზეთსა და მარილში.
თონეში ერთ ჯერზე 30 ცალი ლობიანი ჩადის. თონის გაცხელებას 10 წუთი სჭირდება, ხოლო ცხობას ასევე 10 წუთი, შესაბამისად საათში თქვენ შეძლებთ 90 ცალი ლობიანის გამოცხობას.